Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამატებით 400 მილიონს ისესხებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი კომპანია Rothschild & Co-სგან 400 მილიონ ევროს ისესხებს, რომლის გადახდაც 5 წლის განმავლობაში მოუწევს.

აღნიშნული თანხა გუნდს დაეხმარება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ინტერს ლიკვიდურობის პრობლემა არ ჰქონდეს და სხვადასხვა ხარჯების დაფარვა არ გაუჭირდეს.

ჯერჯერობით შეთანხმების ტექნიკური დეტალები უცნობია, მაგრამ ინტერს Oaktree-ს სესხის ჩათვლით უახლოეს წლებში საერთო ჯამში 800 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს.