Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამფრისის გაფორმებას ვერ ახერხებს…

ინტერი უკვე დიდი ხანია, რაც აშრაფ ჰაკიმის შემცვლელს ეძებს და მათ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პსვ-ს დენზელ დამფრისი გახლავთ, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით ნერაძურის ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ბენეამატამ პსვ-ს ფეხბურთელის იჯარაზე არაერთხელ მიმართა, თუმცა ნიდერლანდელები ფეხბურთელის იჯარით გასხვისებას არ აპირებენ და 25 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან, თუ დაინტერესებული მხარე ამ თანხას ერთიანად გადაიხდის.

პარალელურად ინტერი ბელერინის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა თავის მხრივ ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არც მეთოფეები გეგმავენ და მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვენ.