Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამფრისის გაყიდვას განიხილავს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძურის ახალწვეულმა დენზელ დამფრისმა ნერაძურის რიგები შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

ბენეამატამ ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის სტარტზე პსვ-დან, 12.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს და ის აშრაფ ჰაკიმი უნდა გამხდარიყო, მაგრამ 25 წლის უკანახაზელი იტალიურ ფეხბურთს აშკარად ვერ მოერგო და ის დარმიანთან კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნერაძური იანვარში კალიარის ურუგვაელი ფეხბურთელის ნაიტან ნანდესის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა იქამდე მათ დამფრისის გაყიდვა მოუწევთ…