Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამფრისის პოტენციური შემცვლელების ძებნას შეუდგა

იტალიურ მედიაში არ წყდება ხმები, რომ ინტერი გუნდის ახალწვეულის დენზელ დამფრისის თამაშით უკმაყოფილოა და მის ჩანაცვლებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ბენეამატას პრიორიტეტული სამიზნე კალიარის ნაიტან ნანდესი გახლავთ, მაგრამ მის სანაცვლოდ სარდინიელები 35 მილიონს ითხოვენ, რისი გადახდაც ნერაძურის არ სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნანდესის ალტერნატივად ინტერი შახტარის უკანახაზელის, 23 წლის დოდოს მიიჩნევს, რომელიც დე ძერბის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 ასისტი უკვე მიითვალა.

წყაროს ცნობით, ბენეამატას მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი დაუჯდება.