Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამფრისის ტრანსფერზე მუშაობის განახლებას გეგმავს

რომელუ ლუკაკუს გაყიდვის შემდეგ, ნერაძური მიღებული თანხით პსვ-ს მარჯვენა მცველის დენზელ დამფრისის გაფორმებას გეგმავს და უახლოეს დღეებში მის აგენტთან მინო რაიოლასთან მოლაპარაკებებს განაახლებს.

პსვ-ს ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახლდათ, თუმცა ნერაძური ფულის არქონის გამო მის გაფორმებას მხოლოდ იჯარით თუ მოახერხებდა, ნიდერლანდელები კი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, რომელუ ლუკაკუს საანცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი სწორედ ჰაკიმის შემცვლელის მოყვანას მოხმარდება და დიდი ალბათობით ეს დამფრისი იქნება.