Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამფრისი-შკრინიარის დუეტის გაყიდვას აღარ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დენზელ დამფრისისა და მილან შკრინიარის გაყიდვას აღარ აპირებს.

რთული ფინანსური სიტუაციის გამო, ორივე მათგანის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე იტალიურ მედიაში ხშირად იწერებოდა, მაგრამ SportItalia-ს ცნობით, ბენეამატა მათ სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას აღარ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი უახლოეს პერიოდში ცენტრალურ მცველს დაიმატებს, რითიც გუნდის სატრანსფერო ფანჯარა საბოლოოდ დაიხურება.