Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დამფრის გაფორმების იმედს არ კარგავს…

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთ პრიორიტეტული სამიზნე პსვ-ს ფეხბურთელი დენზელ დამფრისი გახლავთ, მაგრამ მის სანაცვლოდ ნიდერლანდელები 20-24 მილიონს ითხოვენ, ამ თანხის გადახდას კი ნერაძური მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში მოახერხებს.

ბენეამატა დალბერტი-ჟოაოს გაყიდვასთან ძალიან ახლოს არის, ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ კი დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება და SportItalia-ს ინფორმაციით, შესაძლოა დამფრის ინტერში ტრანსფერს სტეფანო სენსი შეეწიროს, რომლის გაფორმებით ფიორენტინა ინტერესდება.