Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და არსენალი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

კრისტიან ერიქსენის ინტერიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. დანიელი ფეხბურთელის სახელი ბოლო პერიოდში არაერთ გუნდს დაუკავშირეს და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მისი გაფორმება არსენალსაც სურს, რომელიც მზად არის, რომ ინტერს ერიქსენის სანაცვლოდ გრანიტ ჯაკა დაუთმოს.

ტომას პარტეის არსენალში მისვლის შემდეგ, ჯაკას სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არც ის არის. სხვა ვარიანტები, რომლებსაც ინტერი განიხილავს. მანჩესტერ იუნაიტედის ფრედი ან ნემანია მატიჩია.