Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ბარსელონა ონანას ტრანსფერისთვის იბრძვიან

ესპანური მედიის ინფორმაციით, აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა გრანდმა – კატალონიის ბარსელონამ გამოთქვა.

აიაქსის დირექტორმა გუშინ დაადასტურა, რომ 25 წლის მეკარესთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და ის სეზონის ბოლოს ნიდერლანდურ გრანდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ონანას უფასოდ გაფორმებას ბარსელონაც ეცდება, მაგრამ ფავორიტად კვლავ ინტერი მოიაზრება, რომელიც ონანას აგენტთან მოლაპარაკებებს გასული ზაფხულის პერიოდიდან აწარმოებს და არ არის გამორიცხული, რომ 25 წლის კამერუნელს პრე-კონტრაქტი ზამთარშივე გაუფორმოს.