Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონა და ინტერი ლუუკ დე იონგისა და ალექსის სანჩესის გაცვლაზე მუშაობენ და სევილიასგან მწვანე შუქს ელოდებიან.

დე იონგი ბარსელონაში იჯარის წესით ასპარეზობს, თუმცა ის ხავის გეგმებში არ შედის და ბლაუგრანა მზად არის ნიდერლანდელი ფორვარდი ინტერიდან სანჩესის დასაბრუნებლად გამოიყენოს, თუმცა ამისთვის მისი მფლობელი გუნდის სევილიას თანხმობა სჭირდება.