Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და ბარსელონა შეთანხმდნენ?

იტალიური პრესის მტკიცებით,ნერაძური ლაუტარო მარტინესს 90 მილიონი ევროს და ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ გაყიდის.

სხვადასხვა წყაროს ცნობით,ინტერის მესვეურები არგენტინელი შემტევის Coppa Italia-ზე ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოები დარჩნენ.მათი აზრით,მარტინესი გულით უკვე ბარსელონას ფეხბურთელია და თუ მას სეზონის ბოლოს არ გაყიდიან,მარტინესის ფასი დაეცემა.

ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა და აქამდე ინტერის ხელმძღვანელობა მისი ნაკლებ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავდნენ,თუმცა მისი გამოსასყიდი პუნქტი 7 ივლისს ძალას კარგავს და შესაძლოა,გუნდს მისი გაშვება უფრო იაფად მოუწიოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.