Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ბროზოვიჩი შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი და მარსელო ბროზოვიჩი ახალი კონტრაქტის შთაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ხორვატი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ მხარეებს შორის ფინანსური საკითხების გამო საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ Tuttosport-ის ინფორმაციით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ინტერი ბროზოს 4-წლიან ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს, მისი წლიური გასამრჯელო კი 5.5 მილიონი იქნება, რომელიც ბონუსების დამატებით 6 მილიონამდე გაიზრდება.