Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და დე ვრეი შეთანხმდნენ

სტეფან დე ვრეის აგენტის, მინო რაიოლას თქმით, ფეხბურთელი ნერაძურისთან სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი ინტერში 2025 წლის ივნისამდე დარჩება და ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

„ჩვენ სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული გვაქვს და ახლა ისინი საბუთებზე მუშაობენ.“ განაცხადა რაიოლამ.

28 წლის უკანახაზელი ინტერს ლაციოდან 2018 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ ნერაძურის მაისურით 95 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.