Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ვიდალი შეთანხმდნენ

ერთდროულად რამდენიმე იტალიური და ესპანური წყარო ადასტურებს, რომ არტურო ვიდალმა ინტერთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ბარსელონასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ბლაუგრანამ ჩილელი ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, სურვილის შემთხვევაში კი მისი გახანგრძლივება მესამე წლით იქნება შესაძლებელი, ჩილელი ფეხბურთელი კი სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

კონტეს სურს, რომ ვიდალი ინტერს 7 სექტემბრამდე შეუერთდეს, სწორედ ამ დღეს ანახლებს ნერაძური წინა-სასეზონო შეკრებას…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *