Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და იუვენტუსი ალონსოს ტრანსფერისთვის იბრძვიან

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ჩელსის მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს გაფორმების სურვილი ინტერის შემდეგ იუვენტუსმაც გამოთქვა.

ჩელსიმ ტოტენჰემთან მატჩში ალონსო განაცხადშიც კი არ შეიყვანა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუნდს მისი გაყიდვა სურს. ინტერი 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს, თუმცა მათ იუვეს სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და ალონსოს შესაძენად სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში Derby d’Italia გაიმართება.

ჯერჯერობით ფავორიტად ინტერი მიიჩნევა, რადგან ანტონიო კონტეს ფეხბურთელთან უკვე ნამუშევარი აქვს და გავრცელებული ინფორმაციით იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი არ არის.