Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და იუვენტუსი გოსენსისთვის იბრძოლებენ

რობინ გოსენსი ატალანტას რიგებში კიდევ ერთ დიდებულ სეზონს ატარებს და მისი მსურველების სია დღითი დღე იზრდება. 26 წლის მარცხენა მცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, რაც არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის ტოპ 5 ლიგაში მას თავის პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად აქცევს.

გოსენსის სახელი ბოლო პერიოდში არაერთ ბრიტანულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს იტალიაში დარჩენა სურს, რაც იუვენტუსის და ინტერის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

გოსენსის კონტრაქტი ატალანტასთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ბერგამოელებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, ამიტომ ლა დეას ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულში, 30-35 მილიონის სანაცვლოდ მოუწევს.

გათიშვა