Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და იუვენტუსი ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ ?

მადრიდული დერბის დროს დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიქსი მოედნიდან გაიყვანა, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია და მან სკამს წიხლიც კი უთავაზა.



Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და სიმეონეს შორის კარგი ურთიერთობა არც აქამდე იყო და ამ ინციდენტის შემდეგ, მისი ატლეტიკოდან წასვლა საკმაოდ რეალური გახდა.

იუვენტუსი და ინტერი კი ფეხბურთელს უკვე რამდენიმე სეზონია აკვირდებიან და მზად არიან, პორტუგალიელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ.

21 წლის პორტუგალიელი ატლეტიკომ 2019 წელს, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. წყაროს მტკიცებით, ინტერი მზად არის მის სანაცვლოდ როხიბლანკოს ლაუტარო მარტინესი შესთავაზოს, იუვენტუსი კი თავის მხრივ ტრანსფერში პაულო დიბალას ჩართვას განიხილავს.