Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და იუვე დემბელეს გაფორმებას შეეცდებიან

ესპანური მედიის ინფორამციით, ბარსელონას ფორვარდი უსმან დემბელე ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მის გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი გეგმავს, მათ შორის კი ინტერი და იუვენტუსიც დასახელდნენ.

დემბელეს მიმდინარე კონტრაქტი ბლაუგრანასთან სეზონის ბოლოს ეწურება და Mundo Deportivo-ს ინფორამციით, მას გუნდის დატოვება სურს და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბარსელონას წარმოამდგენლებს უკვე აცნობა.

წყაროს ცნობით, მისი გაფორმების ფავორიტად პრემიერ ლიგის გუნდები მოიაზრებიან, თუმცა მისი პრიორიტეტი არა ხელფასი, არამედ სათამაშო დრო არის, ამიტომ იტალიურ გრანდებს ფეხბურთელის უფასოდ დამატების შანსი აუცილებლად ექნებათ.