Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და კალიარი კვლავ ვერ თანხმდებიან…

ინტერი და კალიარი ურუგვაელი ნაიტან ნანდესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით მხარეებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს.

წყაროს ინფორმაციით, ნერაძურის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ სარდინიელებს აღნიშნული ფორმულა არ აკმაყოფილებთ.

ნანხესი ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და ბენეამატა მას ჰაკიმის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გუნდს ცენტრშიც დაემხარება.

ინტერმა 25 წლის ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვით ის სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონს მიიღებს, თუმცა კალიარი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ნანდესის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს.

გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე შედგება და ნერაძური კალიარის ახალი წინადადებით მიმართავს, რომელიც სავარაუდოდ ტრანსფერში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას ითვალისწინებს…