Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და კალიარი ნაინგოლანის თაობაზე შეთანხმდნენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რაჯა ნაინგოლანი იანვარში კალიარის კიდევ ერთი იჯარით შეუერთდება.

ბელგიელმა ფეხბურთელმა სარდინიელებთან იჯარის წესით გასული სეზონი გაატარა და ნერაძურის დაუბრუნდა, თუმცა ანტონიო კონტე მას თავის გუნდში ვერ ხედავს და მისი გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო.

დღეს ერთმანეთს კონტე და ინტერის ხელმძღვანელობა შეხვდნენ, სადაც ფეხბურთელის ბელგიელის გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა. ჯერჯერობით უცნობია, რა პირობებით შეუერთდება ნაინგოლანი კალიარის, თუმცა მისი დრო ინტერში ამოიწურა.