Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და კალიარი ნანდესის იჯარის თანხას ვერ ათანხმებენ

ინტერი და კალიარი ნაიტან ნანდესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმებამდე ძალიან დიდი მანძილი აშორებთ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, სარდინიელები ურუგვაელი ფეხბურთელის ფასიანი იჯარით გაშვებას დათანხმდნენ, თუმცა გუნდები ჯერჯერობით იჯარის ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.

ინტერი კალიარის ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონს სთავაზობს, შემდგომში მისი 18 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, კალიარი კი თავის მხრივ 10 მილიონს ითხოვს, შემდგომში 15 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით…