Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ლაუტარო ვერ თანხმდებიან

ინტერსა და ლაუტარო მარტინესს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ თანხმდებიან.

Tuttomercato-ს ცნობით, ნერაძურიმ არგენტინელ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მისი ხელფასი კი სეზონში 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მაგრამ მარტინესს მეტი გასამრჯელოს მიღება სურს.

23 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და მისი ამჟამინდელი ანაზღაურება 2 მილიონი ევრო გახლავთ. ფეხბურთელის აგენტი ხელფასის გაზრდას 6.5 მილიონამდე ითხოვს.