Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი ანდრეა ბელოტის უფასოდ დამატებას გეგმავენ

რამდენიმე საათის წინ, ტორინოს პრეზიდენტმა ურბანო კაირომ დაადასტურა, რომ ანდრეა ბელოტი ტოროსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს და დიდი ალბათობით ის ტურინს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატისუთ დატოვებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მის გაფორმებას ევროპის რამდენიმე გუნდთან ერთად მილანი და ინტერი შეეცდებიან, რომლებიც იტალიელი ფორვარდის ტრანსფერით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან.

ფეხბურთელის პირადი სიმპათიებიდან გამომდინარე, ფავორიტად მილანი მიიჩნევა, რადგან ბელოტი ბავშვობიდან როსონერის ქომაგია, მაგრამ ინტერს ალექსის სანჩესი დატოვებს და ნერაძურის ბელოტისთვის საკმაოდ მსუყე ხელფასის გადახდა შეეძლება, ამიტომ საბოლოო სიტყვას თავად ანდრეა იტყვის.