Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი ატალანტას ფორვარდზე სერიოზულად ფიქრობენ

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი და მილანი ატალანტას ფორვარდის ლუის მურიელის ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად განიხილავენ.

მურიელი ატალანტაში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და მას ზამთარში გუნდის დატოვება სურთ, მილანური გრანდები კი თავის მხრივ ფორვარდის ძიებაში არიან.

ნერაძური ალექსის სანჩესის შემცვლელს ეძებს, შეტევაში ტრავმებით გაწამებული მილანი კი კიდევ ერთი ფორვარდის ძიებაშია და მურიელის გამოცდილების, კლასის და შედარებით დაბალი ფასის გამო ის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრება.

გამოცემა Libero-ს ინფორმაციით, ლა დეა კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.