Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი ბარსელონას კიპერით ინტერესდებიან

ესპანური მედიის ინფორმაციით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბლაუგრანას 31 წლის ბრაზილიელი კიპერი ნეტო დატოვებს და მისი გაფორმების სურვილი მილაუნრმა გრანდებმა გამოთქვეს.

გამოცემა Sport-ის ცნობით, ნეტო ბლაუგრანას გეგმებში არ შედის და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. წყაროს ინფორმაციით, ბარსელონა, რომელმაც კიპერის სანაცვლოდ 2019 წელს ვალენსიას 26 მილიონი გადაუხადა, ნეტოს 15 მილიონზე იაფად გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ თანხას აუცილებლად შეამცირებს.

მილამა დონარუმას შემცვლელად მაიკ მენიო უკვე გაიფორმა, მაგრამ როსონერი ღირსეული მეორე კიპერის ძიებაშია, ინტერს კი ვეტერანი ჰანდანოვიჩის შემცვლელი სურს, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მთავარი სატრანსფერო სამიზნის ხუან მუსოს გაფორმებას, რომელსაც უდინეზე 35 მილიონად აფასებს, ვერ ახერხებს, ამიტომ უფრო იაფიან ვარიანტებს განიხილავს.