Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი ბელოტის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

რამდენიმე საათის წინ ტორინოს ტექნიკურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ანდრეა ბელოტი ჯერჯერობით კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს და სავარაუდოდ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ბელოტის გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანს და ინტერს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ტორინოს მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდა არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

გალოს ტოროსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Calciomercato-ს ინფორამციით, ინტერი და მილანი მისი უფასოდ დამატებისთვის იბრძოლებენ, მაგრამ ფავორიტად ამ მომენტისთვის როსონერი მიიჩნევა, რადგან ბელოტი ბავშვობიდან მილანის ქომაგია და ეს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს.