Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და მილანი ლილის ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი და ინტერი ლილის ჩამშლელი ნახევარმცველის, ბუბაკარი სუმარეს ტრანსფერისთვის იანვარში იბრძოლებენ.

მილანურ გრანდებს ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც სურდათ, თუმცა ლილის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ მოისურვა.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, მილანი შემადგენლობის გაღრმავებას აპირებს, ინტერი კი მატიას ვესინოს შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს იანვარში დატოვებს.

21 წლის სუმარეს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგული მედიის ინფორამციით, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.