Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი სელტიკის ფორვარდისთვის იბრძოლებენ

შოტლანდიური გამოცემა Daily Record-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანი და ინტერი სელტიკის უნიჭიერესი ფორვარდის ოდსონ ედუარდის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

23 წლის ტალანტმა გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი გრანდის, მათ შორის მილანური დუეტის ყურადღება მიიბყრო. მისი კონტრაქტი შოტლანდიურ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ახალგაზრდა ტალანტის ხელში ჩაგდება გუნდებს 15-17 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებათ.

მილანი ოლივიე ჟირუს გაფორმების იმედს არ კარგავს, თუმცა პარალელურად ახალგაზრდა ფორვარდის ძიებაშია და ედუარდი უკვე დიდი ხანია, რაც მათი სასურველი ფეხბურთელების სიაში იმყოფება, ნერაძური კი სანჩესი-ლაუტაროს დუეტიდან რომელიმეს წასვლის შემთხვევაში მათ პოტენციურ შემცვლელს ეძებს.