Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ნაინგოლანი შეთანხმდნენ

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ინტერი და რაჯა ნაინგოლანი კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის თაობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გაწყვეტაზე რადმენიმე თვეა მიმდინარეობს და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნერაძურის ნაინგოლანისთვის დარჩენილი 1 წლის ხელფასის 50 პროცენტის – 1.7 მილიონის გადახდა მოუწევს.

ნაინგოლანი ინტერს 2018 წელს რომადან, 38 მილიონი ევროს და ნიკოლო ძანიოლოს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და ინტერის მაისურით საერთო ჯამში 41 მატჩი ჩაატარა.

ნერაძურისთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, რაჯა კალიარის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.