Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და ნაპოლი ალექს მერეტის ტრანსფერს განიხილავენ

ნერაძური 37 წლის სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს და მათი ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ნაპოლის კარის დარაჯი, ალექს მერეტია.

SportItalia-ს მტკიცებით, ბეპე მაროტასა და დე ლაურენტისს შორის 23 წლის მერეტის შესახებ საუბარი უკვე შედგა და მათი მტკიცებით ინტერი პარტენოპეის ოფიციალური წინადადებით სულ მალე მიმართავს.

ჰანდანოვიჩმა ინტერთან 1-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და მომავალ სეზონში ნერაძურის რიგებში დარჩება, თუმცა ამის შემდეგ ის დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს და ნერაძურიმ მისი შემცვლელის ძიებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

23 წლის მერეტი იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. გასულ სეზონში მან 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 37 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 7-ჯერ მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.