Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ნაპოლი ნანდესის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის შემდეგ კალიარის ნახევარმცველის ნაიტან ნანდესის გაფორმების სურვილი ნაპოლიმაც გამოთქვა.

ნანდესი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გუნდებს შორის სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 25 წლის ფეხბურთელს კალიარის რიგებში დარჩენა მოუწია.

Calciomercato-ს ცნობით, ინტერი ბედს კიდევ ერთხელ ზამთარში ცდის, თუმცა მათ პარტენოპეის წინაღობის გადალახვა მოუწევთ. კალიარი ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს, მაგრამ ფეხბურთელის სურვილის გამო, რომელსაც გუნდის გამოცვლა სურს, სავარაუდოდ გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.