Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ნაპოლი პალმიერისთვის იბრძოლებენ, იუვე დაინტერესებული არ არის

ბოლო დღეებში ჩელსის ემერსონ პალმიერის სახელი, ინტერთან და ნაპოლისთან ერთად, იუვენტუსსაც დაუკავშირეს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი იტალო-ბრაზილიელის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.

წყაროს ინფორმაციით, რომას ყოფილ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ის ინტერის კანდიდატურას ამჯობინებს, თუმცა ნერაძური ფეხბურთელის გასაფორმებლად 10 მილიონზე მეტის დახარჯვას არ გეგმავს, ლურჯები კი თავის მხრივ ემერსონ 14 მილიონად აფასებენ.

პალმიერი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ნაპოლი ახალი მწვრთნელის სურვილის დაკმაყოფილებას აუცილებლად შეეცდება.

გათიშვა