Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და ნაპოლი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

Sport Mediaset-მა რამდენიმე წუთის წინ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.გამოცემის მტკიცებით,ნერაძური და ნაპოლი ვესინო-ალანის გაცვლას განიხილავენ.

ამ ბარტერმა პირველად იანვარში,ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიჟღერა, თუმცა მაშინ არაფერი გამოვიდა და მხარეები ბედს კიდევ ერთხელ ცდიან.

არც ვესინო და არც ალანი თავიანთი გუნდების სამომავლო გეგმებში არ შედიან და ორივე მათგანი გუნდებს დიდი ალბათობით დატოვებენ.ალანის მიყვანა კარლო ანჩელოტის ევერტონში სურს,თუმცა მხარეები ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ და პარტენოპეი ფეხბურთელის გასხვისებას სხვა მიმართულებითაც ცდილობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.