Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და პსჟ ჰაკიმის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორამციით, ინტერი და მილანი აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

FcInterNews-ის ინფორმაციით, პსჟ 22 წლის მოროკოელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, ნერაძური კი მინიმუმ 75 მილიონს ითხოვს.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ჰაკიმის ტრანსფერზე ჩელსი გააქტიურდა, თუმცა ლონდონელებს ჯერჯერობით ინტერისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.