Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და რაიოლა დამფრისის ტრანსფერზე მუშაობენ

ლუკაკუს შემცვლელებთან ერთად, ინტერი მარჯვენა მცველის ძიებასაც განაგრძობს და ბელგიელი ფორვარდის გაყიდვიდან მიღებული თანხის დახმარებით მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნის დენზელ დამფრისის გაფორმებას გეგმავს.

SportItalia-ს ინფორმაციით, პსვ 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ინტერი და ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა პსვ-ს წინადადებას უმზადებენ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს და სავარაუდოდ მისი ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.