Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და რეალი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერი და მადრიდის რეალი ერიქსენი – ისკოს ბარტერს განიხილავენ.

როგორც ჩანს, კრისტიან ერიქსენის კარიერა ინტერში ერთი წლის შემდეგ დასასრულს უახლოვდება. დანიელი ფეხბურთელი სათამაშო დროს ფაქტობრივად ვეღარ ღებულობს და მისი გუნდიდან წასვლის ალბათობას ანტონიო კონტეს კომენტარიც ზრდის, რომელმაც განაცხადა, რომ ერიქსენს საკმარისზე მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა გუნდის დარწმუნება ვერ მოახერხა.

თავის მხრივ, უკეთეს სიტუაციაში არც ისკოა, რომელიც ზიდანის გეგმებში არ შედის და მოედანზე ძირითადად სათადარიგო სკამიდან უწევს შესვლა.

ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობიდან გამომდინარე, მისი ღირებულება დაახლოებით 40-45 მილიონ ევრომდე დაეცა, ერიქსენი კი 30 მილიონად არის შეფასებული და ნერაძურის ტრანსფერის განსახორციელებლად ფულის დამატება მოუწევს.