Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და რომა მანჩესტერის ფეხბურთელით ინტერესდებიან

MANCHESTER, ENGLAND - NOVEMBER 21: Alex Telles of Manchester United during the Premier League match between Manchester United and West Bromwich Albion at Old Trafford on November 21, 2020 in Manchester, United Kingdom. Sporting stadiums around the UK remain under strict restrictions due to the Coronavirus Pandemic as Government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Robbie Jay Barratt - AMA/Getty Images)

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და რომა მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველის ალექს ტელესის ტრანსფერით ინტერესდებიან, თუმცა ორივე გუნდს მისი მხოლოდ იჯარით გაფორმება სურს.

28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რომაში სპინაცოლას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ჯალოროსის გარდა მის ტრანსფერს ინტერიც განიხილავს.

ტელესი ინტერის რიგებში 2015-16 წლების სეზონში უკვე თამაშობდა, როდესაც მან 1 სეზონი გალათასარაიდან ნერაძურის შემადგენლობაში იჯარით გაატარა.

დი მარციოს ცნობით, მანჩესტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს, თუმცა ჯერჯერობით მას ბევრი მსურველი არ ჰყავს და შესაძლოა წითელ ეშმაკებს მისი იჯარით გაშვება მაინც მოუწიოთ…