Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და რომა ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა და რომამ შესაძლოა ივან პერიშიჩი – ალესანდრო ფლორენცის ბარტერი განახორციელონ.

ფლორენცი, რომელიც რომას გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის, ინტერში აშრაფ ჰაკიმის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, პერიშიჩს კი ნერაძურისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ბენეამატას მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს, ამიტომ ამ ბარტერით ორივე გუნდი მოგებული დარჩება.

ფლორენცის აგენტი ინტერთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებდა და იტალიელი ფეხბურთელი ინტერში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა რამდენად სურს პერიშიჩს რომაში გადასვლა ეს ჯერჯერობით უცნობია…