Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და რომა ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

ცოტა ხნის წინ Sport Mediaset-ის ჟურნალისტმა, კლაუდიო რაიმონდიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერი და რომა ერიქსენი – ვერეტუს გაცვლას განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, გუნდები ფეხბურთელებს იჯარის წესით გაიფორმებენ და ორივე მათგანს გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

28 წლის დანიელი ფეხბურთელი ნერაძურის რიგებში გასული იანვრიდან ასპარეზობს, თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ერიქსენის ანგარიშზე ინტერში ჩატარებულ 36 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

რომას გარდა, კრისტიანის გაფორმების სურვილი პსჟ-მ და რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდმაც გამოთქვეს.