Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და სამპდორია კანდრევას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ერთდროულად რამდენიმე იტალიური წყარო იუწყება, რომ სამპდორიამ და ინტერმა ანტონიო კანდრევას ტრანსფერზე ყველა დეტალი შეათანხმეს და ფეხბურთელი გენუურ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

კანდრევა სამპდორიასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ინტერი კი მის სანაცვლოდ 2.5 მილიონს მიიღებს.

33 წლის ფეხბურთელი ინტერს ლაციოდან 2016 წელს, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ინტერის მაისურით მან 151 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლის გატანა მოახერხა.