Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და სამპდორია კანდრევას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, ინტერი და სამპდორია ანტონიო კანდრევას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთნხმდნენ.

ჯერჯერობით შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა პედულას ინფორმაციით იტალიელი უკანახაზელის სამპდორიაში ტრანსფერს თავად ფეხბურთელის თანხმობაღა აკლია. წყარონს ინფორმაციით, სამპდორია კანდრევას 3-წლიან კონტრაქტს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 1,6 მილიონ ევროს და სხვადასხვა ბონუსებს ჰპირდება.

კანდრევა ინტერს 2016 წელს, ლაციოდან შეუერთდა. ის Suning Group-ის პირველი შენაძენი გახდა და იმ დროიდან მოყოლებული 33 წლის ფეხბურთელმა ინტერის მაისურით 151 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.