Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი და ფიორენტინა ვერ შეთანხმდნენ

ინტერი და ფიორენტინა ბირაგისა და დალბერტის იჯარის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ და ფეხბურთელები თავიანთ გუნდებს დაუბრუნდებიან.

ფლანგის მცველები ფიორენტინამ და ლაციომ გასული სეზონის სტარტზე გაცვალეს და აქამდე იწერებოდა, რომ დიდი ალბათობით იჯარა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდებოდა, თუმცა SportItalia-ს მტკიცებით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ბირაგი ფიორენტინაში, დალტბერტი კი ინტერში დაბრუნდება.

ბირაგი მომავალ კვირაში 28 წლის ხდება და ნერაძურის მისი გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლო. მან ნერაძურის მაისურით გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დალბერტიმ კი, რომელიც მომავალ თვეში 27 წლის ხდება, ფიორენტინას მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.