Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და შკრინიარი შეთანხმებასთან ახლოს არიან…

მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე პოზიტიურად ვითარდება და უახლოეს პერიოდში სლოვაკი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნერაძური შკრინიარს კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 6.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს, რომლის გაყიდვასთან დაკავშირებით გასულ კვირეებში აქტიურად იწერებოდა, გუნდის დატოვების სურვილი არასოდეს გამოუთქვამს და მასთან ახალი კონტრაქტის შეთანხმება არანაირი პრობლემა არ იქნება.