Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ჰანდანოვიჩი ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან

სეზონის დასასრული ახლოვდება, ინტერის კაპიტნის სამირ ჰანდანოვიჩის ბედი კი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.

ვეტერან კიპერს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იმის მიუხედავად, რომ ნერაძურიმ ანდრე ონანას ტრანსფერი უკვე გაინაღდა, გუნდის ხელმძღვანელობას ჰანდანოვიჩის შენარჩუნება სურს.

Tuttomercato-ს ცნობით, ჰანდანოვიჩი გუნდში მეორე კიპერის ამპლუით დარჩენის წინააღმდეგი არ არის და არც ხელფასის შემცირებაზე იტყვის უარს, მაგრამ ის გუნდისგან 2-წლიან კონტრაქტს ითხოვს, ბენეამატა კი 37 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 1 სეზონით დარჩენას სთავაზობს…