Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და BC Partners-ი ვერ თანხმდებიან…

ინტერსა და ბრიტანულ კომპანია BC Partners შორის გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

BC Partners-მ Suning-ს ინტერის აქციების სანაცვლოდ 800 მილიონი ევრო შესთავაზა, სტივენ ჟანგი კი, რომელიც თავდაპირველად 1 მილიარდ ევროს ითხოვდა, 900 მილიონზე ნაკლების მიღებას არ აპირებს და შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ამასობაში, La Repubblica-ს ინფორმაციით, კომპანია Mubadala-ს ინტერესი ინტერის მიმართ უფრო და უფრო მატულობს. არაბულმა კომპანიამ გუნდის ფინანსური სიტუაციის შესწავლა უკვე დაიწყო და უახლოეს კვირეებში Suning-ს ოფიციალური წინადადებით მიმართავს…