Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და BC Partners-ი შეთანხმებასთან ახლოს არიან

მოლაპარაკებები Suning-სა და BC Partners-ს შორის გრძელდება და დიდი ალბათობით, ნერაძურის შემდეგი მფლობელი ბრიტანული კომპანია გახდება.

გასულ კვირას იტალიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ბოლო დღეებში პროდუქტიული შეხვედრები გაიმართა.

წყაროს მტკიცებით, ჩინური კომპანია მზად არის აქამდე მოთხოვნილი 1 მილიარდი ევროს სანაცვლოდ გუნდის საკონტროლო უფლებათა პაკეტი 900 მილიონად გაყიდოს, რაც BC Partners-ის შეთავაზებულ 800 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის.

პარალელურად ინტერის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს EQT, Ares Management, Arctos Sports Partners, Fortress და Mubadala აწარმოებენ, თუმცა BC Partners-ი კვლავ გამოკვეთილ ფავორიტად მოაზრება.