Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი დე ვრეის გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს

FCInterNews-ის ინფორმაციით, ნერაძურის ხელმძღვანელობა სტეფან დე ვრეის აგენტს, მინო რაიოლას ნოემბრის დასაწყისში შეხვდება და მხარეები ახალ კონტრაქტზე დაიწყებენ მუშაობას.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ივნისში იწურება და ის ხელფასის სახით სეზონში 3.6 მილიონ ევროს იღებს. ინტერს სურს, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივოს და ანაზღაურება 5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო მცველი ინტერს 2017 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დე ვრეის ანგარიშზე ინტერის მაისურით ჩატარებულ 84 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.