Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დე ვრეის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს სტეფან დე ვრეისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ჯერ არ აწარმოებს და მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები განიხილოს.

29 წლის ფეხბურთელს ბენეამატასთან მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება და Calciomercato-ს ინფორმაციით, ნერაძურის პრიორიტეტი ამ ეტაპზე ნიდერლანდელი უკანახაზელის კონტრაქტი არ არის.

წყაროს ცნობით, ინტერი ზაფხულში მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განიხილავს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს, მის სანაცვლოდ კი მაროტას გუნდში ტორინოს მცველის ბრემერის ხილვა სურს.

დე ვრეის რაც შეეხება, ბრიტანული წყაროების მტკიცებით მისი ლონდონში ხილვა ტოტენჰემის თავკაცს ანტონიო კონტეს სურს…