Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი დე ვრეის კონტრაქტზე მუშაობას იწყებს

Sport Italia-ს ინფორმაციით, რამდენიმე საათში ინტერის წარმომადგენლები სტეფან დე ვრეის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდებიან და ახალ კონტრაქტზე დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება ინტერთან 2023 წლის ივნისში იწურება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდემდე სურს ინტერს ფეხბურთელის შენარჩუნება.

დე ვრეი ინტერს 2018 წელს ლაციოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ მან ინტერის მაისურით 87 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.