Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დე პაულის სანაცვლოდ უდინეზეს 2 ფეხბურთელს შესთავაზებს

უდინეზეს კაპიტანი როდრიგო დე პაული უკვე დიდი ხანია, რაც ინტერის სატრანსფერო სიაში იმყოფება, მაგრამ ფინანსური სიტუაციის გამო ნერაძური მის გაფორმებას ვერ ახერხებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძური უდინეზეს კაპიტნის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და მზად არის მის სანაცვლოდ ანდრეა პინამონტი და ლუსიენ აგოუმე ჩართოს, რითიც დე პაულის ღირებულებას შეამცირებს.

დე პაულის გარდა, ნერაძური ლივერპულის ჟორჟინიოსაც აკვირდება, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა 30 წლის ფეხბურთელის მაღალ ხელფასს ითხოვს, რისი გადახდაც ინტერს ამ ეტაპზე არ შეუძლია.